აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძესთან ერთად ჩაწერილ ძველ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დასმულ შეკითხვაზე, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აპირებს თუ არა პირდაპირ დიალოგს რუსეთის ხელისუფლებასთან, ბურჭულაძე პასუხობს: „ეს გუნდის გადასაწყვეტია. ჩემი აზრით საჭიროა პირდაპირი დიალოგი. ჩვენ, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გვყავდეს ის შუამავალი, რომელიც იქნება გარანტი ჩვენი საუბრისა, მაგრამ პირდაპირი საუბარი უნდა იყოს“.
„მინიმუმ, უხერხულია ასეთი პასუხის ავტორი, ეკონომიკური სანქციების მიერთებას და უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვდეს ხელისუფლებისგან...“, - წერს ანანიძე.