მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალბანეთში ორი რუსი და ერთი უკრაინელი დააკავეს, რომლებიც სამხედრო ქარხანაში შესვლას ცდილობდნენ

დაკავებული რუსი

ალბანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სამხედრო ქარხანაში შესვლა ორმა რუსმა და ერთმა უკრაინელმა სცადა, მათი დაკავების დროს კი ორი ალბანელი სამხედრო დაშავდა.

„ქარხანაში შესვლა რუსული და უკრაინული პასპორტებით სამმა მოქალაქემ სცადა“, - აცხადებენ სამინისტროში.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ ისინი ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი. 

ერთ-ერთი დაკავებული, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, გრამშის ქარხნის ტერიტორიაზე ფოტოების გადაღებას ცდილობდა.

გაქცევის წინ დამნაშავემ ალბანელი ჯარისკაცების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, თუმცა მისი შეჩერება მაინც შეძლეს. 

მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე 33 წლის რუსი ქალი და 25 წლის უკრაინელი დააკავეს. 

მიმდინარე წელს ალბანეთს ბევრი რუსი და უკრაინელი ტურისტი სტუმრობს, გრამშის სამხედრო ბაზა კი პლაჟებიდან 70 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 მოსკოვში რუსი პროპაგანდისტის შვილი მანქანაში ააფეთქეს