მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ კოსოვო სერბეთზე თავდასხმას გეგმავს

ალექსანდრ ვუჩიჩი სერბეთის პრეზიდენტი

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ კოსოვო გვიან ღამით გეგმავს სერბეთზე თავდასხმას. 

ვუჩიჩი ამბობს, რომ სერბეთი არასდროს ყოფილა იმაზე რთულ ვითარებაში ვიდრე დღეს არის. 

„ვფიქრობ, რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ იმაზე რთულ მდგომარეობაში, ვიდრე დღეს. რატომ ვთქვი ეს? პრიშტინას რეჟიმი ცდილობს გამოიყენოს მსოფლიოში არსებული განწყობა საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოსაჩენად. ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ კარტის თამაში. დიდმა პუტინმა უბრძანა პატარა პუტინს”, - აცხადებს ვუჩიჩი. 

შეგახსენებთ, უცხოურ მედიაში არსებული ინფორმაციით, კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე შეტაკებები დაიწყო.

ამავე თემაზე: 

✔️ სერბეთი კოსოვოში თუ შეიჭრება, ჩვენ კოსოვოელები უნდა დავიცვათ - ალექსეი გონჩარენკო