მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამერიკა ორ ფრონტზე იბრძვის“ - ჯო ბაიდენმა რუსეთი სურსათის გლობალურ დეფიციტში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთი ფასების ზრდასა და სურსათის გლობალურ დეფიციტში დაადანაშაულა. ამის შესახებ უკრაინული მედია CNN-ზე დაყრდნობით იტყობინება. 

ჯო ბაიდენის თქმით, პუტინის ომმა მნიშვნელოვანი წყაროების დეფიციტი გამოიწვია. 

„ამერიკა იბრძვის ორ ფრონტზე... შიგნით - ეს არის ინფლაცია და ფასების მატება, ხოლო საზღვრებს გარეთ ეხმარება უკრაინელებს, რომ დემოკრატია დაიცვან. ამერიკელ ფერმერებს ესმით, რომ პუტინის ომმა გამოიწვია კრიტიკულად მნიშვნელოვანი წყაროების დეფიციტი“, - განაცხადა ბაიდენმა. 

ამასთან, პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, თუ ტონა უკრაინული მარცვლეული არ მოხვდება ბაზარზე, „აფრიკაში ძალიან ბევრი ადამიანი შიმშილით მოკვდება“.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს ინვესტიციები ამერიკელ ფერმერებში, რადგან ისინი არიან ეკონომიკის საყრდენი და ძალა. 

ბაიდენმა, ასევე, გამოაცხადა სამოქმედო გეგმა საკვების შიდა წარმოების მხარდასაჭერად და შეერთებულ შტატებში სურსათის ფასების შემცირებისთვის. 

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ უკრაინაში პოლიციამ ომის დაწყებიდან დღემდე 750 დივერსანტი დააკავა

✔️ კადიროვმა ლუგანსკში „ზარიას“ ქიმიური ქარხნის „გათავისუფლება“ გამოაცხადა

✔️ „აზოვსტალში“ კიდევ ორი მებრძოლი დაიღუპა