მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ანკარა არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს - მევლუთ ჩავუშოღლუ

„დადებითად ვაფასებთ იმ გზავნილებს, რომელიც „თალიბანმა“ აქამდე გააჟღერა“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კვირას ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა, რომ ანკარა არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს. 

„ჩვენ პრინციპულად არ შევუერთდით სანქციებს და არც ვგეგმავთ შეერთებას,“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, სანქციები არ გადაჭრის პრობლემებს და დააზარალებს თურქეთის ეკონომიკას.

„ჩვენი კოლეგები გვეკითხებიან, შევუერთდებით თუ არა ამ სანქციებს და ჩვენ ვუხსნით მათ, თუ როგორ იმოქმედებს ეს სანქციები ჩვენს ეკონომიკასა და [ბიზნეს] სექტორებზე“, - თქვა მან.