მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„არ გვსურდა კრემლის ხელში მაკრონის დნმ აღმოჩენილიყო“ - რატომ ისხდნენ საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტები დისტანციაზე

მაკრონი და პუტინი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთში ჩასვლის შემდეგ PCR ტესტის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ამის გამო მას ვლადიმერ პუტინისგან დისტანციაზე ყოფნა მოუწია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ ამ შემთხვევაში მაკრონი და პუტინი ერთმანეთს ხელს ვერ ჩამოართმევდნენ და შეხვედრის დროს მათ დისტანციაზე ყოფნა მოუწევთ. მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებდით, რომ კრემლის ხელში საფრანგეთის პრეზიდენტის დნმ აღმოჩენილიყო“, - განუცხადა Reuters-ს ინფორმირებულმა წყარომ.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, მაკრონმა PCR ტესტი საფრანგეთში, მოსკოვში გამგზავრებამდე გაიკეთა. ასევე, საფრანგეთის ლიდერს ანტიგენზე ტესტირებაც ჩაუტარდა.

ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს მოსკოვში 7 თებერვალს შეხვდა. ყველას თვალში მოხვდა უზარმაზარი დისტანცია, რასაც ლიდერები მოლაპარაკების დროს იცავდნენ, ისინი 4 მეტრიან მაგიდასთან სხვადასხვა მხარეს ისხდნენ. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  „დღეს ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა და იარაღი იმისათვის, რომ  დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔴  ბაიდენი: ამერიკელებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა, საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან

🔴  „თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, პუტინი მოსკოვში ტომრებში მოთავსებულ გვამებს მიიღებს“ - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე