მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენი: ამერიკელებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა, საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან

ბაიდენმა ტერაქტის მასალებს ფრიფი მოხსნა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი NBC News-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ამერიკელებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ უკრაინა. 

პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინაში სიტუაცია შესაძლოა, მალე დაიძაბოს. 

„ეს არ არის ისე, რომ საქმე გვაქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ამერიკის მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ უკრაინა. ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან, ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება მყისიერად შეიცვალოს“, - განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ „როდესაც ამერიკელები და რუსეთი იწყებენ სროლას ერთმანეთისკენ, ეს მსოფლიო ომი“.

„ჩვენ ძალიან განსხვავებულ სამყაროში ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ“, - აცხადებს თეთრი სახლის ლიდერი. 

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს.

🔴 გერმანია უკრაინის დასახმარებლად 5 000 ჩაფხუტს აგზავნის

🔴 The New York Times აშშ-ის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი პასუხის დეტალებს ასაჯაროებს

🔴 უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

🔴 „ჩვენი არმიის და შეიარაღების შემადგენლობა ალბათ 10-ჯერ უკეთესია ვიდრე, 2014 წელს იყო“ - ლიზა იასკო