მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აშშ-მა პელოსის ტაივანში ვიზიტით უკრაინიდან ყურადღების გადატანა სცადა“ - ზახაროვა

ზახაროვა საქართველოზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სპიკერი მარია ზახაროვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს ეხმაურება. 
 

მისი თქმით, ამ ვიზიტით აშშ-მა უკრაინაში მიმდინარე ომიდან „ყურადღების გადატანა“ სცადა. 

„ამის მიზეზი არის კატასტროფა, რომელიც თავად შეერთებულმა შტატებმა შექმნა საკუთარი ხელით უკრაინის ირგვლივ და ყველა ის მარცხი, რაც ამ კუთხით არის დაკავშირებული ევროპის მიმართულებით. ევროპელები დაბნეულები არიან, რადგან ზამთარი უკვე ახლოსაა, ამიტომ აშშ-მა მოინდომა ინფორმაციული პარადიგმის დრამატული ცვლილება, რაც პელოსიმ გააკეთა“, - განაცხადა ზახაროვამ. 

ცნობისთვის, აშშ-ჩინეთს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი.

19 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ესტუმრება, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ასეთი ვიზიტი „სერიოზულად შელახავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, აშშ კი აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

შეერთებული შტატები ჩინეთს თავის მთავარ სტრატეგიულ კონკურენტს უწოდებს და ამბობს, რომ ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა უნებლიეთ იგი კონფლიქტად არ გადაიქცეს.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

1-ელ აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა განაცხადა, რომ „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი 4 ჩინური ავიაგამანადგურებელი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა.

2 აგვისტოს ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „სერგეი შოიგუს მტკიცება HIMARS-ის განადგურების შესახებ კვლავ ყალბია“ - პენტაგონი

👉 ტაივანის პრეზიდენტმა ნენსი პელოსს „კეთილგანწყობილი ღრუბლების ორდენი“ გადასცა

👉 „ჩინეთის კომუნისტური პარტიის აგრესიის ფონზე, დელეგაციის ვიზიტი უნდა განიხილებოდეს როგორც ცალსახა განცხადება, რომ ამერიკა დგას ტაივანთან“ - ნენსი პელოსი

👉 ISW-მა დაასახელა რუსეთის 4 რეგიონი, სადაც უკრაინის ომისთვის მოხალისეთა ბატალიონები იქმნება

👉 ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას „ერთსქესიანთა ქორწინების“ შესახებ პეტიციის განხილვა დაავალა