მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაიმუნის ყვავილით ინფიცირების გამო აშშ-ში 200 ადამიანზე დაკვირვება მიმდინარეობს

მაიმუნის ყვავილი

აშშ-ის 27 შტატში 200 პირზე დაკვირვება მიმდინარეობს, რადგანაც მათ მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულ პირთან ჰქონდათ კავშირი. ამის შესახებ dailymail.co.uk იუწყება.

ტეხასში მცხოვრები პირი ყვავილის ამ ტიპით ნიგერიაში ინფიცირდა. ვირუსის საინკუბაციო პერიოდი ორ კვირას, ხოლო ვირუსის ხანგრძლივობა ერთ თვეს შეადგენს.

სპეციალისტების თქმით, დაავადება დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში მცხოვრებ მაიმუნებში ჩნდება და ინფიცირებულთა 1%-ს კლავს. ყვავილი მაიმუნების გარდა ადამიანს შეიძლება ვირთხებისგანაც გადაეცეს. კანი წითლდება,ს შემდეგ კი წყლულებად გადაიქცევა. ის ბიოლოგიური სითხეების და სასუნთქი გზებით გადაეცემა. ინფიცირებულ ადამიანებს ციებ-ცხელება, თავის და სახსრების ტკივილი, ასევე, დაღლილობა აღენიშნება. დაავადების სამკურნალოდ რაიმე სპეციალური ვაქცინა ან წამალი არ არსებობს.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 COVID 19-ის გამოსავლენად რუსეთში ბიოჩიპი შეიქმნება