მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში მშობლების მხოლოდ 18%-ს სურს 5 წლამდე ასაკის ბავშვების დაუყოვნებლივ ვაქცინაცია - Abcnews

ბავშვების აცრა კოვიდვაქცინით

ბევრი მშობელი იმედგაცრუების შესახებ საუბრობს, რომელიც დაკავშირებულია კოვიდვაქცინის დაგვიანებულ ავტორიზაციის პროცესთან და შემდგომ მის გავრცელებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ  Abcnews წერს. 

მედიასაშუალება KFF COVID-19 ვაქცინის მონიტორის გამოკითხვაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მშობლების მხოლოდ 18%-ს სურს 5 წლამდე ასაკის ბავშვების დაუყოვნებლივ ვაქცინაცია. მშობლების მესამედზე მეტმა - 38%-მა განაცხადა, რომ ჯერ არ აპირებენ ბავშვებისთვის კოვიდვაქცინის გაკეთებას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სხვებზე ვაქცინის მოქმედებას დააკვირდებიან. მშობლების 11%-მა კი განაცხადა, რომ აცრას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გაუკეთებენ ბავშვებს. 

ამერიკელი მშობლების ნახევარზე მეტმა თქვა, რომ მათ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინის ეფექტურობის და უსაფრთხოების თაობაზე. 

რაც შეეხება კოვიდვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს, Pfizer-მა განაცხადა, რომ გააანალიზებს და წარადგენს თავის მონაცემებს სამდოზიანი პედიატრიული ვაქცინის შესახებ მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში.