მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

აშშ-ში სამხედრო დააკავეს, რომელიც რუსეთისთვის Abrams-ის ტიპის ტანკებზე ინფორმაციის გადაცემას ცდილობდა

ტანკი Abrams

აშშ-ის ტეხასის შტატში სამხედრო მოსამსახურე დააკავეს, რომელიც რუსეთის დაზვერვისთვის ამერიკული ტანკების, Abrams-ების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას ცდილობდა ამის შესახებ Yahoo.com იუწყება.

დაკავებული 22 წლის ტეილორ ადამ ლი არის. ის საიდუმლო ინფორმაციის სანაცვლოდ რუსეთის მოქალაქეობის მიღებას იმედოვნებდა.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში ლი შეხვდა ადამიანს, რომელიც, მისი აზრით, რუსეთის მთავრობის წარმომადგენელი იყო დ ამას SD ბარათი გადასცა. ბარათი Abrams-ის ტანკებზე ტექნიკურ ინფორმაციას შეიცავდა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის დაზვერვამ ინტერნეტის მეშვეობით ამერიკელ სამხედროებთან კონტაქტის დამყარება სცადა და ფულის სანაცვლოდ მათგან საიდუმლო ინფორმაციას ითხოვდა. ასეთ პრაქტიკას კონტრდაზვერვაში „ვირტუალურ ჯაშუშობას“ უწოდებენ.