მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთი შესაძლოა, დასავლეთის დახმარების გარეშე დარჩეს ქალებზე თალიბანის ახალი შეზღუდვების გამო

ავღანელი ქალები

თალიბანის მიერ დაწესებული აკრძალვა ავღანეთში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის - რომ ჰყავდეთ ქალი თანამშრომელი, მწვავედ გააკრიტიკეს 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. აღნიშნულია, რომ მსგავსმა შეზღუდვებმა შესაძლოა, შეაჩეროს ჰუმანიტარული დახმარება, - ამის შესახებ RBC-Ukraine- ი ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ვებგვერდზე დაყრდნობით იუწყება.

ევროკავშირმა თალიბანის საქციელს „უგუნური და საშიში“ უწოდა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად ამ გადაწყვეტილების სასწრაფო გაუქმება მოითხოვა.

ავსტრალიის, კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ნორვეგიის, შვეიცარიის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელების, ასევე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი განცხადების თანახმად, ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული ქალების მუშაობის აკრძალვის ბრძანება საფრთხის ქვეშ აყენებს მილიონობით ავღანელს, რომელთა გადარჩენა დამოკიდებულია ჰუმანიტარულ დახმარებაზე.

„ქალები ცენტრალურ როლს ასრულებენ ჰუმანიტარული და ძირითადი საჭიროებების ოპერაციებში. თუ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას ავღანეთში დახმარების მიწოდებაში, არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ შეძლებენ დაუკავშირდნენ ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ფენებს, რათა უზრუნველყონ საკვები, მედიკამენტები და სხვა მასალები და სერვისები, რომლებიც მათ სჭირდებათ საცხოვრებლად. ეს, ასევე, იმოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციები იყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს ასეთი მასალებისა და სერვისების მიწოდებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ თალიბანი აგრძელებს ავღანელი ხალხის, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების უფლებების, თავისუფლების შეზღუდვას. 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ავღანელი ხალხის მოწოდებებს გოგონებისა და ქალების მიმართ, დაბრუნდნენ სამსახურში, სკოლასა და უნივერსიტეტში, და ქალებმა გააგრძელონ მნიშვნელოვანი როლის შესრულება ჰუმანიტარულ და საბაზისო საჭიროებებზე დახმარებაში და მოვუწოდებთ თალიბანს, პატივი სცენ კანონებს და დაიცვან ქალთა და გოგონების უფლებები ავღანეთში“, - ნათქვამია განცხადებაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა კრემენაიაში და ოკუპანტების როტაცია სამხრეთში - საბრძოლო რუკა

✔️ ამერიკის შეერთებულ შტატებს ვლადიმერ პუტინის ფიზიკურად განადგურება შეუძლია - უკრაინის ყოფილი ელჩი გაეროში

✔️ რუსეთის ფედერაციამ ბახმუტში ძალა ამოწურა, ოკუპანტი ლუგანსკის რეგიონში შეტევისთვის და გადამწყვეტი მოქმედებებისთვის ემზადება - ISW

✔️ დროა კრემლის სპიკერები საინფორმაციო ბოდვის მდგომარეობიდან გამოვიდნენ, არანაირი „სამშვიდობო გეგმა“ არ განხორციელდება - დანილოვი

✔️ „ილუზია“ - სერგეი ლავროვი ოკუპირებული ყირიმიდან და დონბასიდან საოკუპაციო ძალების გაყვანაზე