მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ბილ კლინტონის განცხადებით, ნანობს თავის ჩართულობას უკრაინის ბირთვულ განიარაღებაში

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის განცხადებით, უკრაინის ბირთვულ განიარაღებაში 90-იან წლებში თავის ჩართულობას ნანობს. 

„მე პირადად ვგრძნობ ჩემს ჩართულობას იმაში, რომ ვეუბნებოდი მათ {უკრაინა} დაეთმოთ ბირთვული იარაღი“, - განაცხადა კლინტონმა და დასძინა, რომ რუსეთი ვერასოდეს გაბედავდა ბირთვულ უკრაინაში შეჭრას. 

ბილ კლინტონის თქმით, ვლადიმერ პუტინი, მისი წინამორბედი ბორის ელცინისაგან განსხვავებით, არ დაუჭერს მხარს ბუდაპეშტის მემორანდუმის ანალოგს, რომელიც უზრუნველყოფს კიევის „უსაფრთხოების გარანტიებს“ ბირთვული იარაღის უარის თქმის სანაცვლოდ.

„უკრაინელებს ეშინოდათ მისი {ბირთვული იარაღი} დათმობის, რადგან ეგონათ, რომ ეს იყო ერთადერთი რამ, რაც მათ იცავდა ექსპანსიონისტური რუსეთისგან. პუტინს როგორც კი გაუჩნდა შესაძლებლობა დაარღვია შეთანხმება. საშინლად ვგრძნობ თავს ამის გამო, რადგან უკრაინა ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა“, - აცხადებს ბილ კლინტონი. 

1994 წლის დეკემბერში ბუდაპეშტის მემორანდუმის  საფუძველზე უკრაინამ, ტერიტორიული მთლიანობის გარანტიის საფუძველზე, ბირთვულ იარაღზე უარი თქვა. გარანტორად მას სამი სახელმწიფო -  რუსეთის ფედერაცია, გაერთიანებული და აშშ ჩაუდგა.

კიევმა 1 900 ქობინი დათმო. 

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა „კობზონის კონცერტზე“ ჯამში 176 ათასზე მეტი რუსი ოკუპანტი გაგზავნეს

✔️ დაე, ფინეთი იყოს გაკვეთილი პუტინისთვის - ბენ უოლესი

✔️ ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვაა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურთ - ტრამპი