მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

Bild - ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო დასავლეთის წინააღმდეგ ერთობლივი ომის სამ ახალ სტრატეგიაზე მუშაობენ

ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტები

რუსეთის და ბელარუსის პრეზიდენტები დასავლეთის წინააღმდეგ ერთობლივი ომის სამ ახალ სტრატეგიაზე მუშაობენ. ამის შესახებ Bild წერს. 

როგორც მედია იუწყება, სამხედრო წვრთნების, „ზაპად 2025“-ის ფარგლებში, რუსები და ბელორუსები ე.წ. სუვალკიის დერეფნის დაკავების ოპერაციას ამუშავებენ.

აღნიშნული 60-კილომეტრიანი დერეფანი პოლონეთსა და ლიეტუვას შორის მდებარეობს და კალინინგრადის ოლქს უკავშირდება.

მედიაში ნათქვამია, რომ წვრთნების ცენტრალური ელემენტია დასავლეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის, კერძოდ, ახალი საშუალო რადიუსის რაკეტების, „ორეშნიკის“ გამოყენების იმიტაცია.