მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბორის ჯონსონმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო“ - ლიზ ტრასი ჯონსონის გადადგომაზე

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი ქვეყნის პრემიერის გადადგომას გამოეხმაურა. მისი თქმით, ბორის ჯონსონმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„პრემიერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ბორისის ხელმძღვანელობით მთავრობას ბევრი მიღწევა ჰქონდა - Brexit-ის მიწოდება, ვაქცინები და უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ ახლა გვჭირდება სიმშვიდე, ერთიანობა და მმართველობის შენარჩუნება, სანამ ახალ ლიდერს ვიპოვით“, - წერს ტრასი.

მედიაში უკვე საუბრობენ ჯონსონის შემცვლელზე. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ტრასმა შეიძლება დაიკავოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ბორის ჯონსონი გადადგა

👉 ბრიტანეთის სამთავრობო კრიზისის ფონზე, ლიზ ტრასი ინდონეზიაში ვიზიტს წყვეტს და ლონდონში ბრუნდება - დაიკავებს თუ არა ის ჯონსონის ადგილს?