მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრიტანეთის ჯარები უნდა მოემზადონ ევროპაში კვლავ საბრძოლველად - ბრიტანელი გენერალი

დიდი ბრიტანეთი

ბრიტანული არმიის მეთაურმა თავის ჯარს განუცხადა, რომ ისინი უნდა მოემზადონ ევროპაში საბრძოლველად ვლადიმერ პუტინის ძალების დასამარცხებლად, - ამის შესახებ უკრაინული მედია Sky News-ზე დაყრდნობით იტყობინება.

გენერალმა პატრიკ სანდერსმა, გააფრთხილა ჯარისკაცები იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც უკრაინის ომის შემდეგ დადგებიან.

„ახლა არსებობს მწვავე იმპერატივი, რომ შეიქმნას არმია, რომელსაც შეუძლია იბრძოლოს ჩვენს მოკავშირეებთან ერთად და დაამარცხოს რუსეთი ბრძოლაში. ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც არმია უნდა მოამზადოს ევროპაში კვლავ საბრძოლველად“, - დასძინა ბრიტანელმა გენერალმა. 

გენერალმა სანდერსმა, გენშტაბის ხელმძღვანელის პოსტზე მარკ კარლეტონ სმიტი შეცვალა გასულ ორშაბათს.

„რუსეთის შეჭრა უკრაინაში ხაზს უსვამს ჩვენს უპირველეს მიზანს, დავიცვათ გაერთიანებული სამეფო, მზად ვიყოთ ვიბრძოლოთ და მოვიგოთ ომი ხმელეთზე“, - განაცხადა სანდერსმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 🎥 „არავის დავუთმობთ სამხრეთს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 „რუსეთი აღარ არის პარტნიორი, ის საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“ - იენს სტოლტენბერგი

👉 ექსპერტმა განმარტა, თუ როგორ არის ჩართული ნატო რუსეთთან ომში

👉 პუტინს არ ესმის დამარცხების გარდაუვალობა, მოემზადეთ ხანგრძლივი ომისთვის - ბორის ჯონსონი

👉 უკრაინა გადაწყვეტს ვის უნდა აპატიოს - რუსი ოპოზიციონერი