მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი უკრაინელი ლტოლვილების მისაღებად რუსი ოლიგარქების სასახლეების კონფისკაციას მხარს უჭერს

დიდი ბრიტანეთის ვიცე პრემიერ-მინისტრი დომიკ რააბი

დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს რუსი ოლიგარქების სასახლეების კონფისკაციას უკრაინელი ლტოლვილების განსათავსებლად. ინფორმაციას უკრაინული მედია The Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ჟურნალისტის კითხვაზე შეუძლია თუ არა დიდი ბრიტანეთის მთავრობას რუსული ელიტისთვის ლონდონში კუთვნილი ქონების ჩამორთმევა, ვიცე პრემიერი პასუხობს, რომ მტკიცებულებების ქონის შემთხვევაში სრულებით შესაძლებელია. 

„დიახ, თუ გვექნება მტკიცებულებები და სამართლებრივი საფუძველი, ჩვენ ამას გავაკეთებთ,“ - აცხადებს რააბი. 

ამასთან, კიდევ ერთ კითხვაზე  დაუჭერს თუ არა მხარს ამ ქონების გამოყენებას უკრაინელი ლტოლვილების დასაბინავებლად, რააბი ამბობს, რომ მხარს დაუჭერს. 

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 3 მარტს კიდევ ორ რუს ოლიგარქს ალიშერ უსმანოვს და იგორ შუვალოვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.

პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

ამავე თემაზე:

📣 განადგურებულია კადიროველთა კიდევ ერთი კოლონა - UNIAN

📣 რუს ოკუპანტებს რაკეტების მარაგი ეწურებათ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი

📣 ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა ბირთვული კატასტროფის საფრთხე გამოაცხადა

📣 Facebook, BBC, Deutsche Welle - რუსეთში რამდენიმე ვებსაიტი დაიბლოკა