მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების „ოქროს ხანა“ დასრულდა - რიში სუნაკი

 დიდი ბრიტანეთის პრემიერი

ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების „ოქროს ხანა“ დასრულდა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა რიში სუნაკმა საგარეო პოლიტიკის საკითხზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით,  გაერთიანებული სამეფოსა და ჩინეთის ურთიერთობების „ოქროს ხანა“ დასრულებულია, ისევე, როგორც „მიამიტური იდეა“, რომ დასავლეთთან ვაჭრობის ზრდა ჩინეთის პოლიტიკურ რეფორმას გამოიწვევდა.

სუნაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ შეიძლება ჩინეთის გლობალური მნიშვნელობის უგულებელყოფა ისეთ საკითხებში, როგორიცაა გლობალური ეკონომიკური სტაბილურობა და კლიმატური ცვლილებები.

მან დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი იმუშავებს მოკავშირეებთან, მათ შორის, აშშ-სთან, კანადასთან, ავსტრალიასთან და იაპონიასთან ამ მწვავე კონკურენციის სამართავად, მათ შორის დიპლომატიით და ჩართულობით.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ლონდონმა კონკურენტების მიმართ სურვილზე დაფუძნებული აზროვნება „მტკიცე პრაგმატიზმით“ უნდა ჩაანაცვლოს. 

რიში სუნაკი, ასევე, გამოეხმაურა ჩინეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებსა და „ბი-ბი-სის“ ჟურნალისტის დაკავებას.

„ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩინეთი წარმოადგენს სისტემურ გამოწვევას ჩვენი ღირებულებებისათვის და ინტერესებისთვის. ეს გამოწვევა სულ უფრო მწვავე ხდება მის ავტორიტარიზმისკენ მეტ სვლასთან ერთად“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ კომპანია Apple App Store-იდან Twitter-ის აპლიკაციის ამოღებით იმუქრება - ილონ მასკი

✔️ 🎥 ჰავაიზე მსოფლიოში ყველაზე დიდმა აქტიურმა ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო