პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ის არ უჭერს მხარს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის უნგრეთში მოლაპარაკებების ჩატარების პოტენციურ იდეას.
„ბუდაპეშტი? შეიძლება ყველას არ ახსოვდეს ეს, მაგრამ 1994 წელს უკრაინამ უკვე მიიღო ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები აშშ-სგან, რუსეთისა და გაერთიანებული სამეფოსგან ბუდაპეშტში. შეიძლება ცრუმორწმუნე ვარ, მაგრამ ამჯერად სხვა ადგილის პოვნას ვეცდებოდი“, - წერს ტუსკი.
მედიაში ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ზელენსკის და პუტინს შორის სამიტის შესაძლო ადგილად უნგრეთს განიხილავდა, თუმცა ტუსკი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების უნგრეთის დედაქალაქში ჩატარება, სადაც 1994 წელს ბუდაპეშტის მემორანდუმი გაფორმდა, ისტორიულად ირონიული იქნებოდა.
Budapest? Not everyone may remember this, but in 1994 Ukraine already got assurances of territorial integrity from the US, Russia and the UK. In Budapest. Maybe I’m superstitious, but this time I would try to find another place.
— Donald Tusk (@donaldtusk) August 20, 2025