„მასწავლებლების, მაშველების და სამხედრო პერსონალის უფროსებმა, დისციპლინური ზომები მიიღეს ტრამპის მხარდამჭერი გავლენიანი აქტივისტის, ჩარლი კირკის კრიტიკის შემცველი პოსტების ავტორთა წინააღმდეგ“, - ამის შესახებ ფრანგული 20minutes წერს.
ფრანგული გამოცემის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ჩარლი კირკი ამერიკულმა ულტრამემარჯვენეებმა „მოწამედ“ შერაცხეს, მას ერთხმად არ აქებენ. ზოგი აკრიტიკებს და ეს უშედეგოდ არ რჩება: ათობით ადამიანმა დაკარგა სამსახური სოციალურ მედიაში მარტივი პოსტის გამო.
ერთ-ერთი მათ შორის, არის ტენესის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანის ლორა სოშ-ლაითსის შემთხვევა. 31 წლის ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ მან ფეისბუქში დაწერა შემდეგი: „სიძულვილი სიძულვილს შობს. ნულოვანი თანაგრძნობა“.
რესპუბლიკელმა სენატორმა ტენესის შტატიდან მარშა ბლექბერნმა პოსტი დაგმო: „ამ ადამიანს უნდა რცხვენოდეს <...> ის უნდა გაათავისუფლონ“, უნივერსიტეტმა კი ლორა სოშ-ლაითსის გათავისუფლების შესახებ განაცხადა.
მკვეთრად პოლარიზებული შეერთებული შტატების საზოგადოების არაერთი წევრი ჩარლი კირკის კრიტიკოსებს ინტერნეტში პოულობს. ჩარლი კირკი, როგორც პატივსაცემი, ასევე საძულველია მისი იარაღის მხარდამჭერი და აბორტის, იმიგრანტების და უმცირესობების საწინააღმდეგო რიტორიკის გამო.
გავლენიანმა კონსერვატორმა ჯოი მანარინომ, კუდიანებზე ნადირობისთვის დარაზმულებისთვის რამდენიმე რჩევა გააზიარა: „ატვირთეთ პროფილის სურათი, შეადარეთ ის LinkedIn-ს, იპოვეთ სამსახური, დაურეკეთ დამსაქმებელს და დატოვეთ მიმოხილვები Google-ზე“.
ოთხშაბათიდან, საჯარო სკოლის თანამშრომლებმა, მაშველებმა და სამხედრო მოსამსახურეებმაც კი იგრძნეს ამ დაგმობის სიმძიმე, რადგან ისინი მოულოდნელად სამსახურიდან გაათავისუფლეს.
თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა თავის სამსახურებს დაავალა, დაადგინონ ყველა სამხედრო მოსამსახურე, ვინც დასცინოდა ან ზეიმობდა ჩარლი კირკის მკვლელობას.
ოკლაჰომაში, მასწავლებელმა დაწერა: „ჩარლი კირკი გარდაიცვალა ისე, როგორც ცხოვრობდა: ის ადამიანებში ყველაზე უარესს აღვიძებდა“. განათლების შტატის დეპარტამენტმა მასწავლებლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და მის კომენტარებს „ამაზრზენი“ უწოდა.
ულტრამემარჯვენე აქტივისტმა ლორა ლუმერმა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერით არის ცნობილი, ჩარლი კირკის კრიტიკოსების გაჩუმების მიზნით შეტევა წამოიწყო.
მან სოციალურ მედიაში დაგმო ფედერალური საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელი, რომელმაც ინსტაგრამზე დაწერა, რომ „გლოვობდა ამ რასისტს, ჰომოფობიურ მიზოგინისტს“ და თავის ბრალდებას მტკიცებულებად ე.წ. სქრინშოთი დაურთო.
„ლორა ლუმერმა გააზიარა კრიტიკოსის LinkedIn პროფილი და ის იძულებით წაშალეს მისი „ამაზრზენი და მიუღებელი" კომენტარების გამო“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
შაბათს, ჩარლი კირკის მიერ დაარსებულმა ახალგაზრდულმა ორგანიზაცია Turning Point-მა გამოაცხადა, რომ 21 სექტემბერს არიზონას შტატის ქალაქ გლენდეილში გაიმართება ეროვნული ხსოვნისადმი მიძღვნილი მნიშვნელოვანი ცერემონია. ღონისძიებას 63 000-ზე მეტი ადამიანის ტევადობის სტადიონი დაეთმობა.