მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩეხეთში აქციის მონაწილეები მაღალი ინფლაციის წინააღმდეგ გამოდიან და უკრაინის მიმართ სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტას ითხოვენ

აქცია ჩეხეთში

ჩეხეთის ქუჩებში საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მაღალი ინფლაციის წინააღმდეგ გამოდიან და უკრაინის მიმართ სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტას ითხოვენ.

მედიის ცნობით, ჩეხეთი ერთი წლის განმავლობაში რეკორდულ ინფლაციას ებრძვის. ჩეხეთი უკვე ერთი წელია რეკორდულ ინფლაციას ებრძვის, რაც გამოწვეულია უკრაინაში ომის შედეგად ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასებით. თებერვალში ქვეყანაში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 16,7 პროცენტს მიაღწია.

აქცია „ჩეხეთი სიღარიბის წინააღმდეგ“ ახალი პოლიტიკური პარტიის ორგანიზებით გაიმართა.

მომიტინგეებმა, ასევე, გააკრიტიკეს ნატო.

ჩეხური მედია იტყობინება, რომ მომიტინგეებმა ხმამაღლა მოუწოდეს ბრბოს ჩამოეღოთ უკრაინის დროშა ეროვნული მუზეუმის შენობიდან.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ისრაელში მთავრობის მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ აქციები გაიმართა

✔️ მზად ვარ კიევში წავიდე, მაგრამ მოსკოვში წასვლის პირობით - ორივე ქვეყანაში წავალ ან არცერთში - რომის პაპი