მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მზად ვარ კიევში წავიდე, მაგრამ მოსკოვში წასვლის პირობით - ორივე ქვეყანაში წავალ ან არცერთში - რომის პაპი

რომის პაპი

რომის პაპის ფრანცისკეს თქმით, იგი კიევში კრემლის პოზიციის გამო არ ჩადის, - ამის შესახებ პონტიფიკოსმა არგენტინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მზადაა კიევში ჩავიდეს იმ პირობით, რომ ამ მოგზაურობის მეორე დანიშნულების პუნქტი მოსკოვი იქნება. თუმცა, კრემლი ასეთ ვიზიტზე თანახმა არაა.

„მსურს კიევში წასვლა, თუმცა მოსკოვში წასვლის პირობით. ან ორივე ქვეყანაში ჩავალ, ან არცერთში“, - აღნიშნა რომის პაპმა.

ფრანცისკეს თქმით, ამჟამად ის ვერ ჩავა მოსკოვში, თუმცა ეს შეუძლებელი არ არის.

„ვიმედოვნებ, რომ ამის განხორციელებას შევძლებთ, თუმცა არანაირი დაპირებები არ არის. ეს კარი არ დამიხურავს“, - განაცხადა რომის პაპმა.

რომის პაპმა, ასევე, აღნიშნა, რომ ომამდე ვოლოდიმირ ზელენსკის ვატიკანში მასთან აუდიენციისთვის ჩასვლა შესთავაზა.

„თუმცა საბოლოოდ მან ვიზიტი გადადო დაბომბვის დაწყების შემდეგ და თქვა, რომ არ აუქმებს მას, არამედ გადადებს იმ მომენტამდე, ვიდრე საზღვარგარეთ მოგზაურობას შეძლებს“, - დასძინა რომის პაპმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პუტინმა კონტროლი დაკარგა თავის პროპაგანდისტულ მანქანაზე, კრემლში შიდა ბრძოლაა - ISW

👉 ბახმუტის მიმართულებით ურთულესი მდგომარეობაა - RBC-Ukraine

👉 „გადავწყვიტე, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი ვიყარო“ - პრიგოჟინი

👉 აშშ-ის დაზვერვის აზრით, რუსეთთან დაკავშირებული პირები მოლდოვაში აჯანყების გამოწვევას ცდილობენ

👉 უკრაინაში ომი მოლაპარაკებებით დასრულდება - რიში სუნაკი