მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დანია და შვედეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებენ

უკრაინას პარტნიორებისგან ახალი თვითმფრინავი არ მიუღია

დანიისა და შვედეთის განცხადებით, რუსულმა ჯაშუშურმა თვითმფრინავმა ორივე ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

მომხდართან დაკავშირებით ორივე ქვეყანა რუსეთის ელჩებს იბარებს.

დანიის თავდაცვის სარდლობის განცხადებით, სადაზვერვო თვითმფრინავი დანიის საჰაერო სივრცეში „ძალიან მოკლე დროით“ იმყოფებოდა. უწყების თანახმად, დანიურმა F-16 თვითმფრინავებმა მომხდარზე რეაგირება
დაუყოვნებლივ მოახდინეს. როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, მსგავსი შემთხვევები იშვიათია.

„რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევა სრულიად მიუღებელი და არსებულ ვითარებაში განსაკუთრებით შემაშფოთებელია“, - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეპ კოფოდმა.

დანია ნატოს წევრია, შვედეთი კი ალიანსში გაწევრიანებას ახლა განიხილავს. შვედეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ინციდენტი შვედეთის ნატოში გაწევრიანების დისკუსიას უკავშირდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕ რუსეთი ყირიმის გასაკონტროლებლად მიზნად ხერსონის გრძელვადიან ოკუპაციას ისახავს - ბრიტანული დაზვერვა

⭕ ევროკავშირის ქვეყნები რუსეთზე დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად ახალ გაზსადენებს ააშენებენ - Euronews

⭕ აშშ რუსეთიდან მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გადაბირებას ცდილობს