მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დასავლეთი სასურსათო კრიზისის პროვოკატორია - მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი

„დასავლეთი, რომელიც რუსეთს სასურსათო კრიზისში ადანაშაულებს, რეალურად მოქმედებს როგორც „პროვოკატორი“ და „გამკოტრებელი“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. 

„ამაში დასავლეთის ქვეყნები უნდა დავადანაშაულოთ, რომლებიც პროვოკატორებისა და დამღუპველების როლს ასრულებენ. ფაქტობრივად, სრულიად საპირისპირო გამოდის - მარცვლეულის რაოდენობა ბაზარზე უფრო დიდია, ვიდრე წინა წლებში იყო, იზრდება ვაჭრობის მოცულობაც“, - აცხადებს  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მარცვლეულის ფასების გაზრდის მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ ფასები არ იზრდება რუსეთის ქმედებების გამო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ომის დაწყებიდან დღემდე 10 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა - არესტოვიჩი

👉 რუსეთსა და ნატოს შორის შეტაკება შეიძლება, სუვალკის დერეფანში მოხდეს - Politico

👉 უკრაინელი პარტიზანები ოკუპანტებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასახლების საშუალებას არ აძლევენ - ISW

👉 „აშშ ვერ შეძლებს საერთაშორისო საქმეებში რუსეთს ხმა ჩამოართვას“ - სერგეი ლავროვი