მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დასავლეთმა მიზნად დაისახა მართლმადიდებლობის განადგურება და იმ ყველაფრის მოსპობა, რაც დაკავშირებულია რუსეთთან და სლავებთან - სერგეი ლავროვი

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთმა მიზნად დაისახა მართლმადიდებლობის განადგურება და იმ ყველაფრის მოსპობა, რაც დაკავშირებულია რუსეთთან და სლავებთან.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ქრისტიანთა და მართლმადიდებელთა უფლებები ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით. განსაკუთრებით მოვიხსენიებ მართლმადიდებლობას, რადგან ბოლო წლებში ისევ ამერიკელების ინიციატივით, რომლებიც აქტიურად მანიპულირებენ კონსტანტინოპოლის პატრიარქზე, ჩვენდა სამწუხაროდ, აღებულ იქნა მართლმადიდებლობის განადგურების კურსი.

თქვენ იცით, რა დივერსიული მოქმედებები განხორციელდა უკრაინაში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ. იქ შეიქმნა კვაზი სტრუქტურა სახელწოდებით უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია. თქვენ იცით, როგორ ცდილობენ გაანადგურონ სირიის მართლმადიდებლური ეკლესია, იგივე ეხება სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას. ეს არის შეგნებული ხაზი, რომელიც ჯდება დასავლეთის ამჟამინდელ კურსში, ძირს უთხრის ყველაფერს, რაც დაკავშირებულია რუსეთთან, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სლავებთან, მართლმადიდებლობასთან“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 🎥 უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ ლუგანსკის ოლქში ოკუპანტები და მათი საბრძოლო მასალის საცავები გაანადგურა

👉 🎥 36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითებმა ოკუპანტების ტანკი სარაკეტო სისტემის „Stugna-P“-ს საშუალებით გაანადგურეს

👉 გარკვეული შედეგები მიღწეულია, ბევრი დასახლება პრონაცისტური უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან გათავისუფლდა - დმიტრი პესკოვი

👉 რუსეთის ჯარებმა აღმოსავლეთ უკრაინაში გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს - სამხედრო ექსპერტები

👉 რუსული გემები სამოქალაქო გემების უკან იმალებიან და უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების განადგურებას აგრძელებენ