უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიის პარლამენტში ვიდეოჩართვით სიტყვით გამოსვლისას რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება მოითხოვა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის დიდი მანძილია, თუმცა არ არსებობს დისტანცია, როცა უკრაინის ტერიტორიაზე რუსების სისასტიკეს ეხება საქმე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, თუ რუსეთი არ შეჩერდება, გლობალურ უსაფრთხოებაზე ამას დიდი გავლენა ექნება. ზელენსკიმ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა იქნება ომის შემდეგ და მოუწოდა კომპანიებს ინვესტიციები განახორციელონ უკრაინის აღდგენისთვის.
ზელენსკიმ კონკრეტულად ისაუბრა შავი ზღვის პორტებისა და ქალაქების განვითარებაზე.
შემდეგ ავსტრალიამ პირობა დადო, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დახმარებას გაუწევს.
მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი პაკეტი მოიცავს ტაქტიკურ სატყუარას, უპილოტო საჰაერო და უპილოტო სახმელეთო სისტემებს, რაციონსა და სამედიცინო აღჭურვილობას.
ადრე გაკეთებულ განცხადებაში, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა უკრაინას კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა და პრეზიდენტ ზელენსკის „დემოკრატიის ლომი“ უწოდა.
„ჩვენ ვდგავართ თქვენთან, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ არ ვდგავართ მოსკოვის, ომის დამნაშავეების გვერდით. ჩვენ ვიცნობთ იმ კაცს(პუტინს) და ვიცით მისი რეჟიმის შესახებ. ჩვენ ვიცით, როგორ რა საშინელებებს ჩადიან ისინი თქვენს მიწაზე“, - განაცხადა მორისონმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ რუსეთ-უკრაინის ომში რატომ არის დონბასი ასეთი მნიშვნელოვანი ? - CNN
⭕ „ვაგნერის ჯგუფი“ უკრაინის ომზე შედეგს მოახდენს - ჯერემი ფლემინგი
⭕ „ჩემი აზრით, ზელენსკი უბრალოდ დასასჯელია“ - ირმა ინაშვილი
⭕ ლავროვი: ავღანეთის ახალი ხელისუფლება, აშშ-ის ზეწოლის მიუხედავად, სახელმწიფოს ინარჩუნებს
⭕ უახლოეს დღეებში კიევის გარეუბანში სასტიკი ბრძოლები გაიმართება - ბრიტანული დაზვერვა
⭕ ოსი ჯარისკაცების ნაწილმა იარაღი დაყარა და უკრაინიდან გამოიქცა
⭕ პუტინსა და შოიგუს შორის დაძაბულობა იზრდება - New York Times
⭕ სერგეი შამბა: აფხაზეთის რუსეთთან შეერთების სურვილი ხალხში არ არსებობს
⭕ პუტინის ხელისუფლებიდან გადაყენება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიზანი არ არის - ბორის ჯონსონი