მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან პუტინის დაკავება სომხეთშიც არის შესაძლებელი

პუტინი და ფაშინიანი

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რომის სტატუტის მიხედვით აღებული ვალდებულების ქვეყნის კონსტიტუციასთან შესაბამისობა აღიარა. ამის შესახებ news.am იუწყება.

საუბარია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის რეტროაქტიურ აღიარებაზე. იურიდიული თვალსაზრისით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავება, რომელზედაც ჰააგის სასამართლომ ორდერი გასცა, სომხეთშიც არის შესაძლებელი.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და ის გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში. რომის სტატუტი 1993 წელს იყო ხელმოწერილი, მაგრამ სომხეთში ის რატიფიცირებული არ ყოფილა. ერევანში მიაჩნიათ, რომ რომის სტატუტის აღიარების შემდეგ შესაძლებელი გახდება აზერბაიჯანის წარმომადგენლების გასამართლება მთიან ყარაბაღში ჩადენილი სამხედრო დანაშაულისთვის.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წლის 17 მარტს ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. პუტინი ბრალდებულია უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთში ბავშვების უკანონო დეპორტაციაში.

პუტინი მესამე ქვეყნის ლიდერია, რომლის დაკავებასაც საერთაშორისო სასამართლო ითხოვს. მანამდე ასეთივე ორდერები სუდანის ლიდერის ომარ ალ-ბაშირისა და ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის დაკავებაზე გაიცა.

იხილეთ აგრეთვე:

👉 გამჭვირვალობის კანონპროექტი ქუთაისში რომ ყოფილიყო მისაღები, მიიღებდნენ მაგას, რადგან იქ არ არიან დაზომბირებული სტუდენტები - ფრიდონ ინჯია

👉 აქ არ მოვსულვარ სამტროდ, მოვედი თხოვნით, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი - თამარ ჩარკვიანი ღარიბაშვილს

👉 „ღამე რა გესიზმრებათ თქვენ და ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ არ გვაინტერესებს“ - სანიკიძე ღარიბაშვილს

👉 ერთი სიტყვა სადმე ნათქვამი გსმენიათ მაშინდელ სისტემურ დანაშაულზე დეკანოიძის მხრიდან თქმული? არადა, როგორ გვჭირდებოდა - თაკო ჩარკვიანი ხატია დეკანოიძეზე

👉 „ნაციონალური მოძრაობა“ თქვენი „ალტერ ეგო“ გახდა და გაუგებარია თქვენგან რით განსხვავდება“ - მეგრელიშვილი ღარიბაშვილს