ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბარს მართავენ. ინფორმაციას Global Times-ი ავრცელებს.
„სი და ტრამპი სატელეფონო მოლაპარაკებებს მართავენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც მედიასაშუალება წერს, ლიდერები ჩარჩო შეთანხმების განხილვას გეგმავენ, რომელიც TikTok-ის აშშ-ში ოპერაციების კონტროლს ჩინური ByteDance-დან ამერიკელი ინვესტორების კონსორციუმს გადასცემს.
„ტრამპი, რომელიც ადრე აკრიტიკებდა TikTok-ს, ახლა ხაზს უსვამს, რომ პლატფორმა მნიშვნელოვან მოგებას ქმნის შეერთებული შტატებისთვის და ხელს უწყობს მისი პოპულარობის ზრდას ახალგაზრდა ამომრჩევლებში“, - წერს მედიასაშუალება.
ტრამპი ბოლოს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს ტელეფონით 5 ივნისს ესაუბრა. მათ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს.