მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონეცკში მთავრობის შენობასთან მანქანა აფეთქდა

დონეცკში მილიციის უფროსის მანქანა აფეთქდა

მანქანა, რომელიც დონეცკში აფეთქდა, მილიციის უფროსს ეკუთვნოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.  

აფეთქება დონეცკის  სახალხო მილიციამ დაადასტურა, დეპარტამენტის ცნობით, საუბარია მანქანაზე, რომელიც  მთავრობის სახლთან არსებულ ავტოსადგომზე აფეთქდა. დონეცკის სახალხო მილიციის ხელმძღვანელმა, დენის სინენკოვმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ მისი მანქანა აფეთქდა და ამ ყველაფერს  მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„დიახ, ეს ჩემი მანქანაა. არავინ დაშავებულა, ის ავტოსადგომზე იდგა“, - თქვა მან.