მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერდოღანმა ზელენსკი და პუტინი მოსალაპარაკებლად თურქეთში მიიწვია

ვოლოდიმირ ზელენსკი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ვლადიმერ პუტინი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელი და რუსი კოლეგები, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი მოსალაპარაკებლად თურქეთში მიიწვია

ერდოღანის ინიციატივის შესახებ მისმა სპიკერმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.

„თურქეთი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის შესამცირებლად ნებისმიერი როლი შეასრულოს. ჩვენ ამას ვაკეთებთ როგორც რუსეთისა და უკრაინის მეგობარი და როგორც ნატოს ქვეყანა. ამავდროულად, ჩვენ ვიქნებით მჭიდრო კავშირში რუსებთან, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი სამხედრო ქმედება, რომელსაც სერიოზული შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა კალინმა.

კალინმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  ჩვენს ქართველ მეზობლებს «3+3» ფორმატში ჩართვა შეუძლიათ - ლავროვი

🔴  ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა

🔴  უკრაინის სამთავრობო უწყებებზე კიბერშეტევა განხორციელდა