მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადებით, მიესალმებიან პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო მისიას უკრაინაში

ევროკავშირის და უკრაინის დროშები

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, სადაც აღნიშნულია, რომ მიესალმებიან დონალდ ტრამპის მცდელობას, უკრაინაში მშვიდობა დაამყაროს. 

„პრეზიდენტ მაკრონის, პრემიერ-მინისტრ მელონის, კანცლერ მერცის, პრემიერ-მინისტრ ტუსკის, პრემიერ-მინისტრ სტარმერის, პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის და პრეზიდენტ სტუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ „მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას უკრაინაში მკვლელობების შესაჩერებლად, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესიული ომის დასასრულებლად და უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად“. 

ევროპელი ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ მხოლოდ ისეთი მიდგომა იქნება წარმატებული, რომელიც აერთიანებს აქტიურ დიპლომატიას, უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთზე ზეწოლას, „უკანონო ომის დასასრულებლად“.

„მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ საკითხს დიპლომატიურად, ასევე, უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის შენარჩუნებით, მათ შორის, „ნებაყოფლობითი კოალიციის“ მუშაობით და რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციებით.

ჩვენი რწმენით, დიპლომატიურმა გადაწყვეტამ უნდა დაიცვას უკრაინისა და ევროპისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი უსაფრთხოება, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

უკრაინას აქვს საკუთარი ბედის არჩევის თავისუფლება. შინაარსიანი მოლაპარაკებები მხოლოდ, ცეცხლის შეწყვეტის ან საომარი მოქმედებების შემცირების კონტექსტში შეიძლება წარიმართოს. უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით იმ პრინციპისა, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს. ხაზს ვუსვამთ ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - აღნიშნულია ევროპელი ლიდერების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.