მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროპის ქვეყნები რუსების წინაშე რკინის ფარდის ჩამოშლით თავს ისჯიან“ - დუმის სპიკერი

დუმის სპიკერი

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნების რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის შემთხვევაში ძალიან დიდ ზარალს მიიღებენ. 

მისივე თქმით, ევროპის მოქმედებების გამო, ჯობია, რომ რუსეთმა საკუთარი ინფრასტრუქტურა და შიდა ტურიზმი განავითაროს.

„ევროპა დაკარგავს 21 მილიარდ ევროს ჩვენი მოქალაქეების შეზღუდვის გამო. რკინის ფარდის ჩამოშლით ისინი საკუთარ თავს ისჯიან, ეს კი საკუთარი სისულელისა და უცოდინარობის გამო ხდება. 

უმჯობესია განვავითაროთ საკუთარი ინფრასტრუქტურა. ჩვენ გვაქვს უამრავი შესანიშნავი ადგილი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობისა და დასვენების პირობები შეიქმნას“, - განაცხადა ვოლოდინმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 გამოკითხვა - თქვენი აზრით, როგორ გაგრძელდება რუსეთ-უკრაინის ომი?

🔴 „გერმანია გაზს კანადისგან შეიძენს“ - ოლაფ შოლცი

🔴 რუსი სამხედრო მეთაურები უკრაინაში უშუალოდ პუტინს ექვემდებარებიან - ISW

🔴 მსოფლიომ უნდა გააგრძელოს დაჟინებით მტკიცება, რომ ყირიმი უკრაინაა - ენტონი ბლინკენი

🔴 ოკუპანტები იტაცებენ უკრაინელ ბავშვებს და აშვილებენ რუსულ ოჯახებში - ISW