მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გაიხსენეთ ვის მიერ და როგორ არის შედგენილი“ - თინა კანდელაკი „რაშიზმის“ განმარტების გამო ვიკიპედიას აკრიტიკებს

რუსეთში მოღვაწე ქართველი წამყვანი

რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი „რაშიზმის“ განმარტებასთან დაკავშირებით ვიკიპედიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ „ვიკიპედია და სხვა რეალური ციფრული ფაშიზმის რესურსები საკუთარ განაჩენს აწერენ ხელს“. 

„რაშიზმი - სიტყვა, რომელიც აღებულია „რუსეთიდან“, ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ფაშისტურ სახელმწიფოდ იქცევა“ - წერს პოპულარული და არაკომერციული ვიკიპედია. 

შემდეგ ჯერზე, როდესაც დაწერთ ესსეს ან უბრალოდ გაეცნობით რუსეთის ან სხვა ქვეყნის ისტორიას ვიკიპედიის მითითებით, გაიხსენეთ ვის მიერ და როგორ არის შედგენილი. ვიკიპედია და სხვა რეალური ციფრული ფაშიზმის რესურსები საკუთარ განაჩენს აწერენ ხელს“, - ამბობს კანდელაკი.