მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაუპატიურება, ტრეფიკინგი, ძალადობა - R Kelly-ს 30 წლით პატიმრობა მიესაჯა

ცნობილი ამერიკელი შემსრულებელი არ კელი

ჰიტ I Believe I Can Fly-ს შემსრულებელს, ცნობილ ამერიკელ მომღერალს R Kelly-ს სასამართლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს. 

abcnews-ის ცნობით, R Kelly-ს ადამიანების ვაჭრობა და სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. მას სასამართლომ, ასევე, ჯარიმის სახით 100 000 აშშ დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

განაჩენის გამოტანისას, მოსამართლემ ენ დონელიმ განაცხადა, რომ მომღერალი სექსს იარაღად იყენებდა, რათა თავისი მსხვერპლებისთვის „ენით აუწერელი“ რაღაცების გაკეთება ეიძულებინა.

ამასთან, R Kelly-ს ბრალად ედება ქალებისა და მოზარდების გაუპატიურებები, რაც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. 

ადვოკატმა ბრეონ პისმა, რომელმაც საქმე აღძრა მომღერლის წინააღმდეგ, აღნიშნა, რომ ფული და ძალაუფლება აშშ-ში იმუნიტეტს არ იძლევა. 

„სამართლიანობა საბოლოოდ მიღწეულია. ის აგრძელებდა დანაშაულების ჩადენას თითქმის 30 წლის განმავლობაში. ფული, ძალაუფლება და დიდება არ შეგძენს იმუნიტეტს შეერთებულ შტატებში“, - აღნიშნა ადვოკატმა. 

აღსანიშნავია, რომ ფედერალური პროკურორები მომღერლისთვის 25 წლით ითხოვდნენ სასჯელის შეფარდებას, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვარსკვლავს საპატიმროში 30 წლის გატარება მოუწევს. 

კელიმ ოთხშაბათს გამართულ პროცესზე განცხადების გაკეთებაზე უარი თქვა. მომღერლის უფლებადამცველმა ჯენიფერ ბონჯინმა პროცესის შემდეგ მედიას უთხრა, რომ განაჩენს გაასაჩივრებს. 

ადვოკატმა გლორია ალრედმა, რომელიც საქმეში დაზარალებულებს წარმოადგენდა, კელის გამოცდილი სექსუალური მტაცებელი უწოდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

➖  ახალგაზრდა ქალი მაშინ მოკლეს, როცა ბავშვს ეტლით ასეირნებდა - შემთხვევა ნიუ-იორკში