მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანია უკრაინას ტანკებს არ მიაწვდის, რადგან არ უნდა ომის მასშტაბების გაფართოების პროვოცირება - ოლაფ შოლცი

გერმნაიის კანცლერი ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა  განმარტა, რატომ არ აძლევს გერმანია უკრაინას ტანკებს. ოლაფ შოლცის თქმით, ბერლინი კიევში ტანკების გაგზავნისგან თავს იკავებს, რადგან ეს ნაბიჯი ომის მასშტაბების გაფართოების პროვოცირება იქნება. 

მისი თქმით, ნატოსა და რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებები თუ დაიწყება, ეს კატასტროფის მომტანი იქნება.

„ეს ძალიან საშიში ომია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. ჩვენ ამას ისე ვაკეთებთ, რომ არ მივიყვანოთ სიტუაცია რუსეთსა და ნატოს შორის საომარ მდგომარეობამდე, რადგან ეს კატასტროფა იქნება. გერმანია უკრაინას ტანკებს არ აძლევს, რადგან არ უნდა ომის მასშტაბების გაფართოების პროვოცირება“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია  უკრაინისათვის ნამდვილად ბევრს აკეთებს.

„ჩვენ დამოკიდებულება შევცვალეთ და მას შემდეგ, უკრაინას დიდი რაოდენობით ეფექტური იარაღი მივაწოდეთ. გერმანია უკრაინის დასახმარებლად ნამდვილად ბევრს აკეთებს. ხელმძღვანელობა არ გულისხმობს იმის შესრულებას, რასაც ხალხი შენგან ითხოვს. ამის ნაცვლად, გიწევს სწორი გადაწყვეტილების მიღება და მისი დაცვა. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ. ჩვენ მოკავშირეებთან კოორდინაციით ვიღებთ გადაწყვეტილებებს და არასდროს ინდივიდუალურად - ეს არის უალტერნატივო გზა ამ სახიფათო ომში, აბსოლუტურად გონივრულია, რომ არ ენდო მხოლოდ საკუთარ თავს“, - დასძინა გერმანიის კანცლერმა. 

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, პუტინი ამ ომს ვერ მოიგებს. 

„აშკარაა, რომ პუტინმა არ იცის როგორ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან. აშკარაა, რომ ის ვერ მოიგებს ომს და რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 [გამოკითხვა] - უნდა შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში რუსი დეზერტირები?

🔴 რუსები საქართველოში ველოსიპედით და ფეხით მოდიან - საზღვარზე 30 კილომეტრიანი რიგია

🔴 იზიუმში კიდევ ორი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

🔴 შესაძლოა, გუშინ ბლეფი იყო, მაგრამ ახლა ეს რეალობად შეიძლება იქცეს - ზელენსკი პუტინის ბირთვულ შანტაჟზე

🔴 „კატასტროფული შედეგები დადგება“ - თეთრი სახლი რუსეთს ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხზე აფრთხილებს

🔴 პუტინმა იცის, რომ „რეფერენდუმის“ შემდეგ მოლაპარაკებები შეუძლებელი იქნება - ზელენსკი