გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია უნდა დასრულდეს.
„რუსეთის მიმდინარე აგრესია მხოლოდ უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ არ არის მიმართული. რუსეთი, თავისი უგუნური საქციელით, სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას, ასევე, გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
Russia’s ongoing aggression is not only directed against #Ukraine and its people. Rather, in its reckless behavior, Russia poses a serious danger to regional security, as well as to global peace and stability. #UNSC 1/2 pic.twitter.com/yAcccvnVod
— Johann Wadephul (@AussenMinDE) September 22, 2025