მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანის პრეზიდენტმა CNN-თან დაგეგმილი ინტერვიუ გააუქმა, რადგან წამყვანმა თავსაბურავის გაკეთებაზე უარი თქვა

CNN-ის წამყვანი, ქრისტიან ამანპური

ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისმა CNN-ის მთავარ საერთაშორისო წამყვანთან კრისტიან ამანპურთან დიდი ხნის დაგეგმილ ინტერვიუზე უარი განაცხადა, რადგან მან თავსაბურავის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ინტერვიუს დაწყებამდე 40 წუთით ადრე, თანაშემწემ ამანპურს უთხრა, რომ პრეზიდენტმა შესთავაზა მას თავსაბურავის ტარება. ამანპურმა კი შეთავაზებაზე „ზრდილობიანი უარი თქვა“.

ამანპურმა, რომელიც გაიზარდა ირანის დედაქალაქ თეირანში, თქვა, რომ ირანში რეპორტაჟის მომზადების დროს თავსაბურავს ატარებს ადგილობრივი კანონებისა და წეს-ჩვეულებების შესაბამისად, „რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჟურნალისტად მუშაობა იქ შეუძლებელია“. მაგრამ მან აღნიშნა, რომ ირანის ფარგლებს გარეთ, სადაც ეს მოთხოვნა არ არსებობს, თავსაბურავის გაკეთებას არ აპირებს.

„აქ, ნიუ იორკში ან ირანის ფარგლებს გარეთ ნებისმიერ ადგილას, ირანის არც ერთ პრეზიდენტს და 1995 წლის შემდეგ ყველა მათგანთან მქონია ინტერვიუ, არასდროს უთხოვია, რომ თავსაბურავი გამეკეთებინა. ძალიან ზრდილობიანად ვთქვი უარი თავსაბურავის გაკეთებაზე ჩემი, CNN და ყველა ქალი ჟურნალისტის სახელით, იმიტომ რომ ეს არ არის მოთხოვნა“, – განაცხადა ამანპურმა.

შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც პოლიციაში წაყვანის შემდეგ 22 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

22 წლის სტუდენტი მაჰსა ამინი პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარებისთვის დააკავა. ქალი გათავისუფლების შემდეგ 3 დღეში გარდაიცვალა. ხელისუფლების ვერსიით, მას გულის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ, ნათესავები ამბობენ, რომ მაჰსას გულის პრობლემები არასოდეს ჰქონია და ის პოლიციაში სასტიკად სცემეს. მათივე თქმით, სწორედ ამას მოჰყვა ქალის გარდაცვალება.

ირანში საპროტესტო აქციებში ქალებიც მონაწილეობენ. ისინი ჰიჯაბებს წვავენ და თმებს მოკლედ იჭრიან. საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉 ვლადიმერ პუტინი იქამდე მიდის, რომ მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან აღარავინ დაჯდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 კრემლმა შეგნებულად გაცვალა ტყვეები მობილიზაციის გამოცხადების დღეს - ISW