მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზადან ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლა

საჰაერო დარტყმები ისრაელზე'

რადიკალურმა მოძრაობა „ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროლა. ამის შესახებ Jerusalem Post-ი წერს. 

ისრაელის მედიის ცნობით, „ბოევიკებმა“ ისრაელის დღევანდელ საჰაერო იერიშს უპასუხეს. 

იმავდროულად, ისრაელის არმიამ განალაგა „რკინის გუმბათის“ ანტისარაკეტო სისტემა, რითაც ღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტების გაუნებელყოფა მოხდა. 

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში  „ისლამური ჯიჰადის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. 

ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდის თქმით, ისრაელის მთავრობა არ დაუშვებს ღაზას სექტორში ტერორისტულ ორგანიზაციებს.

„ისრაელის მთავრობა არ დაუშვებს ღაზას სექტორში ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათ არ მისცემს უფლებას ღაზას სექტორში დღის წესრიგი დაადგინონ და ისრაელის მოქალაქეებს დაემუქრონ. ყველა ვინც ეცდება, ისრაელს ზიანი მიაყენოს, ახსოვდეს, რომ ჩვენ მათ ვიპოვით, ყველას გიპოვით“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა. 

ამავე თემაზე:

✔️ ღაზაზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 წლის ბავშვი - პალესტინური მხარე