მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ღაზაზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 წლის ბავშვი - პალესტინური მხარე

ისრაელ-პალესტინის დაპირისპირება

პალესტინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისრაელმა ღაზაზე საჰაერო თავდასხმების ტალღა გააჩაღა. სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უფროსი „ბოევიკი“ და დაიჭრა კიდევ 40. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება. 

ამავე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არის 5 წლის ბავშვი. 

რაც შეეხება ისრაელის განცხადებას, ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ სახელწოდებით ოპერაცია „Breaking Dawn“ ჩაატარეს. მათივე განცხადებით, სამიზნე ისლამური ჯიჰადი იყო.  

ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდის თქმით, ისრაელის მთავრობა არ დაუშვებს ღაზას სექტორში ტერორისტულ ორგანიზაციებს. 

„ისრაელის მთავრობა არ დაუშვებს ღაზას სექტორში ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათ არ მისცემს უფლებას ღაზას სექტორში დღის წესრიგი დაადგინონ და ისრაელის მოქალაქეებს დაემუქრონ. ყველა ვინც ეცდება, ისრაელს ზიანი მიაყენოს, ახსოვდეს, რომ ჩვენ მათ ვიპოვით, ყველას გიპოვით“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ

✔️ ენტონი ბლინკენი: ჩინეთის სამხედრო წვრთნები მნიშვნელოვანი ესკალაციაა

✔️ 14 წლის მოზარდს ზურგში ესროლეს და მოკლეს - შემთხვევა ნიუ-იორკში

✔️ თეთრი სახლი მოსკოვს მოუწოდებს, დათანხმდეს შეთავაზებას, რომელიც კალათბურთის ვარსკვლავ ბრიტნი გრაინერის გათავისუფლებას ეხება