ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყეს, რომელიც ღაზას დაკავებას მოიცავს, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, ბრიგადის გენერალი ეფი დეფრინი.
„ჩვენი ძალები უკვე აკონტროლებენ ქალაქის გარეუბნებს“, - აღნიშნა დეფრინმა.
მისივე თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები მუშაობენ ღაზის მოსახლეობისთვის საკმარისი სივრცეების უზრუნველსაყოფად უსაფრთხო ევაკუაციისთვის, ასევე დახმარებისა და სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
ამასთან, დეფრინმა განაცხადა, რომ ქალაქზე კონტროლის შესანარჩუნებლად ოპერაციის მხარდამჭერი დანაყოფების რაოდენობა გაიზრდება - მხოლოდ ამ კვირაში რეზერვისტებისთვის 60 000 უწყება გაიგზავნება, ხოლო აგვისტოს ბოლომდე კიდევ 20 000.