მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიის პრემიერი მარიო დრაგი თანამდებობას ტოვებს

მარიო დრაგი

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას dw ავრცელებს. 

პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობიდან სამთავრობო კრიზისის ფონზე გადადგებოდა. 

„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს საღამოს გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე და მივმართე პრეზიდენტს“, - განაცხადა დრაგიმ. 

დრაგიმ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამთავრობო კოალიციაში შემავალმა პარტია „ხუთმა ვარსკვლავმა“ პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა.