მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯონ კირბის განცხადებით, აშშ ჯერ ვერ ხედავს რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსში გადატანის ნიშნებს

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, შეერთებულ შტატებს არ უნახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთს მეზობელ ბელარუსში ან სხვაგან ატომური იარაღი გადააქვს. 

„ჩვენ არ გვინახავს რაიმე მინიშნება იმისა, რომ ვლადიმერ პუტინმა შეასრულა ეს დაპირება ან გადაიტანა ბირთვული იარაღი“, - განაცხადა კირბიმ.

მისი თქმით, აშშ-ს ასევე არ უნახავს ნიშნები იმისა, რომ პუტინს აქვს რაიმე განზრახვა გამოიყენოს ბირთვული იარაღი უკრაინის წინააღმდეგ. 

„ჩვენ ვერ ვხედავთ ვერაფერს, რაც გვაიძულებს შევცვალოთ ჩვენი სტრატეგიული პოზიცია შეკავების შესახებ“, - განაცხადა ჯონ კირბიმ. 

ცნობისთვის, 25 მარტს კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს

ამავე თემაზე: 

✔️ მოსკოვი და მინსკი ბელორუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ