საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ რუსული თვითმფრინავების ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა უკიდურესად საშიში პროვოკაცია.
„ეს ბოლო რამდენიმე დღეში ევროკავშირის საჰაერო სივრცის მესამე დარღვევაა და ის რეგიონში დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის. ევროკავშირი ესტონეთს სრულ სოლიდარობას უცხადებს,“ – განაცხადა კაია კალასმა და დასძინა, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინის დასავლეთის სიმტკიცეს ცდის.
„ჩვენ სისუსტე არ უნდა გამოვავლინოთ“, - დასძინა კალასმა.