მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყაზახეთის მთავრობა გადადგა

ყაზახეთის მთავრობა გადადგა

ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე-ველე“ ავრცელებს. 

მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი ალიხან სმილოვი დაინიშნა. მთავრობის მოქმედი წევრები თავიანთ მოვალეობებს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე განაგრძობენ.

რესპუბლიკის სახელმწიფო მდივნად დაინიშნა იერლან კარინი, რომელიც მანამდე პრეზიდენტის თანაშემწის პოსტს იკავებდა.

შეხვედრისას ტოკაევმა ანტიმონოპოლიურ ორგანოს დაავალა თხევადი აირის, ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასების სახელმწიფო რეგულირება 180 დღის განმავლობაში. გარდა ამისა, სახელმწიფოს მეთაურმა გასცა ბრძანება „სოციალურად მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტების“ ფასების რეგულირებაზე.

მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური აზიის უდიდეს ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს 5-დან 19 იანვრამდე.

ცნობისთვის, ყაზახეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები გაზის მომატებული ფასის გამო დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრაცციები მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით შეტაკებებში გადაიზარდა, რის გამოც ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური აზიის უდიდეს ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.