„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერის თეა წულუკიანის მისამართით გავრცელებულ დეზინფორმაციას, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით.
ქართველიშვილი სრულ მხარდაჭერას უცხადებს თეა წულუკიანს და აცხადებს, რომ აღნიშნულ დეზინფორმაციას სწორედ ის ხალხი ავრცელებს, ვინც მიხეილ სააკაშვილის სექსუალური კინოდოკუმენტალისტიკის მთავარი გმირები იყვნენ.
„არაფერი შეცვლილა და კუზიანებს სამარე თუ გამოასწორებს. ერთმანეთში ცოლებს რომ ცვლიდნენ და „წრეში“ ატარებდნენ - იმათზე ვწერ. ერთმანეთის საძინებლებში, სამუშაო კაბინეტებში და მანქანებში ვიდეო „გლაზოკებს“ რომ ამონტაჟებდნენ და მერე ბელადთან ერთად, „დახურულ ჩვენებებზე“ კოლექტიურად რომ ჩუკენობდნენ - იმათზე ვწერ. პოლიტიკური იმპოტენტების ხურუშიან ვნებებზე ვწერ - რომლებსაც ამ წუთისოფელში სხვა არაფერი დარჩენიათ, ამჟამად უკვე არა საკუთარი რეალური, არამედ ჩვენზე, ვირტუალური ფეიკ წარმოსახვები პირად ცხოვრებაზე ბინძური გარჩევების საგნად აქციონ. ის აღარ იკმარეს - თეა წულუკიანის სახლის ფანჯრებთან, მისი პატარა და უმშვენიერესი პრინცესა-გოგოს რომ აღვიძებდნენ ნარკოლოგიური ექსტაზის ქვეშ. დღეს თეა წულუკიანის პირადი ცხოვრების ირგვლივ კოლექტიურ „ვუდუ-როკვას“ ასრულებენ. ზუსტად ისინი ასრულებენ, ვინც ბელადის სექსუალური კინოდოკუმენტალისტიკის მთავარი გმირები იყვნენ „კასრები ფიქჩერზის“ რეპერტუარიდან. ჩემი სრული მხარდაჭერა თეა წულუკიანს და მეც მომავალი სასამართლო პროცესის მოლოდინში ვარ - ამ სიბინძურეს მხოლოდ კანონის ენით უნდა ელაპარაკო...“, - წერს ქართველიშვილი.