მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყაზახეთში აქციის მონაწილეები ქალაქ ალმატის მერიაში შევარდნენ (ვიდეო)

შეტაკებები ყაზახეთში

ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმატიში საპროტესტო აქციის მონაწილეები ქალაქის მერიის შენობა შტურმით აიღეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

ყაზახურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეები შეიარაღებულები არიან და მათ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს. პოლიციელებმა მომიტინგეთა წინააღმდეგ ხმაურის ხელყუმბარები გამოიყენეს. ქალაქში აფეთქებების და სროლის ხმები ისმის.

პოლიციამ აქციის 200-მდე მონაწილე დააკავა. დაახლოებით 190 ადამიანი დაშავდა, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებებს მიმართეს. ქალაქ აქტობეში აქციის მონაწილეებმა ასევე  ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს.

ყაზახეთში გაზის ფასის მატების გამო რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ პრემიერ-მინისტრი ასკარ მამინი და მთავრობა გადადგა. პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი კი, სავარაუდოდ, გადადგომას არ აპირებს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  ყაზახეთის მთავრობა გადადგა

🔴  ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყნის 2 ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა (ვიდეო)