მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყირიმელებმა მიიღეს ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ ყირიმის გათავისუფლება გარდაუვალია - ჩუბაროვი 

ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე

ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე, რეფატ ჩუბაროვი ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებებს რუსეთის ფედერაციისა და მთელი მსოფლიოსთვის „ნამდვილ გამოფხიზლებად“ მიიჩნევს და ამბობს, რომ უკრაინა დაიბრუნებს ნახევარკუნძულს. 

„ეს არის საბოლოოდ პირველი რეალური გამოღვიძება არა მხოლოდ რუსი ოკუპანტებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის 8 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რომ უკრაინა დააბრუნებს ყირიმს“, - განაცხადა ჩუბაროვმა.

მისი თქმით, ყირიმში ბევრი ადამიანი - ეთნიკური უკრაინელები, ყირიმელი თათრები გუშინ ბედნიერი იყვნენ, ამ აფეთქებების შემდეგ, რადგან მათ მიიღეს ძალიან ძლიერი სიგნალი იმისა, რომ ყირიმის გათავისუფლება გარდაუვალია.

„მაგრამ მეორე ნაწილი არის ხალხი, რომელიც ოკუპაციის შემდეგ ყირიმში დასახლდა ან დასასვენებლად ჩამოვიდნენ, ისინი პანიკაში არიან, ეს მართალია. ხალხმა მაშინვე დაიწყო ყირიმის დატოვება“, - აღნიშნა ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარემ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ რუსეთმა შესაძლოა, არალეგალურად შეიტანოს იარაღი სირიიდან კომერციული ტვირთის საფარქვეშ - Bloomberg

✔️ „ყირიმი სამხედრო გზით გათავისუფლდება“ - უკრაინელი გენერალი

✔️ რუსეთმა უკრაინაში გასაგზავნად ახალი საჯარისო შენაერთი შექმნა - ბრიტანული დაზვერვა

✔️ უკრაინის არმია იზიუმის მიმართულებით წინ მიიწევს - REUTERS