რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინული მხარის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულზე განხორციელებული ნებისმიერ სახის სამხედრო ოპერაცია რუსეთთან ომის გამოცხადებად ჩაითვლება.
მისივე თქმით, თუ ამ პროცესში ნატოს რომელიმე წევრი სახელმწიფო ჩაერევა, ეს მესამე მსოფლიო ომის ტოლფასი იქნება.
„ყირიმის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობა არის ჩვენს ქვეყანასთან ომის გამოცხადება და თუ ნატოს წევრი ქვეყანა ამას გააკეთებს, ეს იქნება კონფლიქტი მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, მესამე მსოფლიო ომი, სრული კატასტროფა.
მოუგვარებელი ტერიტორიული დავებისა და ყირიმის სტატუსზე განსხვავებული შეხედულების გამო, უკრაინის ნატოში შესვლა რუსეთს უფრო დიდ საფრთხეს უქმნის, ვიდრე ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება“, - განაცხადა მედვედევმა.
შეგახსენებთ, მოსკოვმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია 2014 წელს მოახდინა და ტერიტორია რუსეთის ნაწილად გამოაცხადა.