მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

კიტ კელოგი პუტინზე: ის ჰიტლერს მაგონებს

კიტ კელოგი

„რუსეთის პრეზიდენტს იმპერიის აღდგენა სურს. ამიტომ, თუ უკრაინას დაიპყრობენ, რუსეთს შეუძლია ნატოს წევრ ქვეყანას დაესხას თავს“, - ამის შესახებ უკრაინული მედია თეთრი სახლის ლიდერის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის მიერ The Telegraph-ისთვის მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით იტყობინება. 

კელოგის თქმით, პუტინი კგბ-ს აგენტია. 

„ის თავს ისე წარმოაჩენს თითქოს ინგლისური ენა არ იცის, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ის რამდენჯერმე ვამხილეთ. ის მანიპულატორია“, - აცხადებს კელოგი. 

კელოგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინას დაიპყრობს, ის ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმას დაიწყებს, რადგან პუტინს რუსეთის იმპერიის აღდგენა სურს. 

„ის ჰიტლერს მოგვაგონებს, რომელმაც 1938 წელს მიუნხენში განაცხადა, რომ მას მხოლოდ სუდეტის ოლქი სურდა. შემდეგ მოვიდა რაინის ოლქი, შემდეგ პოლონეთი და ჩვენ მეორე მსოფლიო ომში აღმოვჩნდით. ზუსტად ეს ხდება ახლა უკრაინაში. ჩვენ ის ახლავე უნდა შევაჩეროთ“, - განაცხადა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.