მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრემლმა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიები გააძლიერა - ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი

„კრემლმა გააძლიერა რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„რუსეთის მოქალაქეები, ისევე როგორც ადამიანები მთელ მსოფლიოში, იმსახურებენ ცხოვრებას რეპრესიების გარეშე და შეეძლოთ ისარგებლონ ადამიანის უფლებებითა და ფუნდამენტური თავისუფლებებით შურისძიების შიშის გარეშე... კრემლმა გააძლიერა რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. ძალიან ბევრი რუსი მოქალაქეები გისოსებს მიღმა იმყოფება „დანაშაულისთვის“ - ხელისუფლებას უთხრეს სიმართლე მათი ხელისუფლების ქმედებების შესახებ“, - განაცხადა ბლინკენმა. 

ბლინკენმა დასძინა, რომ რუსეთის მთავრობა ცდილობს თავის მოქალაქეებს არ უთხრას იმ სისასტიკის შესახებ, რომელსაც სჩადის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

სახელმწიფო მდივნის თქმით, კრემლის ომმა რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში დატოვა და რუსეთის მოქალაქეებს ართმევს შესაძლებლობას ააშენოს უკეთესი მომავალი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთის ფედერაციას არ შეუძლია დაიპყროს მილიონიანი ქალაქები და ემზადება პოზიციური ომისთვის - შსს-ს ხელმძღვანელის მრჩეველი

👉  რუსეთს სურს უკრაინას კაპიტულაცია აიძულოს - ალექსეი რეზნიკოვი

👉   თურქეთის შეშფოთება ფინეთ-შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ლეგიტიმურია - სტოლტენბერგი

👉 გახდება თუ არა სევეროდონეცკში მდებარე აზოტის ქარხანა მეორე აზოვსტალი? - სამხედრო ექსპერტის განმარტება 

👉 რუსეთი დომინირებს შეიარაღებაში და იწყებს ომში წარმატების მიღწევას - Washington Post